Thumbnail

მასობრივი ტესტირება გერმანულ კლუბებში - 10 პასუხი დადებითი აღმოჩნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

გერმანიის საფეხბურთო კლუბებში კორონავირუსზე ტესტირება მასობრივად ჩაატარეს. პირველ და მეორე ბუნდესლიგის კლუბებში ინფექციაზე შემოწმება ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს ჩაუტარეს. 

ბუნდესლიგის პირველი ორი დივიზიონის 36 კლუბში COVID 19-ზე ჯამში 1724 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 10-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დაავადებულები, პროტოკოლის შესაბამისად, სასწრაფოდ იზოლაციაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი კიოლნის ორ ფეხბურთელს დაუდგინდა

მანამდე გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფეხბურთო კლუბ კიოლნში დაავადება 3 პირს გამოუვლინდა - ორ ფეხბურთელსა და ფიზიოთერაპევტს. რაც შეეხება მასობრივი ტესტირების შედეგებს, დაავადებულთან ვინაობა, ასევე მათი კლუბების კუთვნილების შესახებ, შეგნებულად არ ცხადდება.

ამ კვირაში ბუნდესლიგის კლუბებში ტესტირების მეორე ტალღაა დაგეგმილი. 6 მაისს გერმანიის ხელისუფლება შეჩერებული ბუნდესლიგის შემდგომ ბედზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ლიგის ხელმძღვანელობა პოზიტიურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ გერმანული ფეხბურთი უკვე მაისში დაბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები