Thumbnail

'ფეხბურთი სულ მალე დაგვიბრუნდება' - უეფას პრეზიდენტი ოპტიმისტია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ვარაუდობს, რომ სულ მალე "კეთილი ძველი ფეხბურთი" დაგვიბრუნდება, თუმცა ეს სპორტის სამყაროს გადასაწყვეტი საკითხი არაა, არამედ პოლიტიკოსების...

უეფა 2019/20 წლების სეზონის დასრულების მომხრეა, თუმცა ჰოლანდიისა და საფრანგეთის პირველობები უკვე დასრულებულად გამოცხადდა. უეფას პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთზე პანდემიის გამო, ცვლილებები სულ ცოტა ხნით აისახება, მალე კი ისევ ჩვეული ფეხბურთი დაგვიბრუნდება. 

"კაცობრიობა დაამარცხებს კორონავირუსს. ამ ვირუსმა დაგვანახა, რა მძგნობიარე და დაუცველია ჩვენი სამყარო, როგორ შეიძლება მისი სრული დესტაბილიზაცია. ფეხბურთი ადამიანებს დიდ პოზიტივს აძლევს. ასე რომ, სანამ ფეხბურთი არ დაბრუნდება, არ იქნება მსოფლიოში ნორმალური სიტუაცია.

დიახ, ფეხბურთი შეიცვლება, მაგრამ მხოლოდ მცირე დროით. მან უკვე გაუძლო ომებსა და პანდემიებს წარსულში.

ჩვენ მალე ისევ ის ძველი ფეხბურთი გვექნება, რომელიც გვიყვარს. ჩვენ ყველას გვსურს მისი დაბრუნება მოედნებზე, თუმცა გადაწყვეტილებებს ქვეყნების მმართველები იღებენ. სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით და ცარიელი ტრიბუნების წინ, ფეხბურთი ძალიან მალე დაბრუნდება", - განუცხადა ჩეფერინმა nova.rs-ს ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, რომ უეფამ ეროვნულ ფედერაციებს 25 მაისამდე მისცა ვადა, გააცნონ მათ სეზონის დასრულების გეგმები. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ევროპის კონტინენტზე 140 ათასამდე ადამიანი შეიწირა. 

კომენტარები

ბოლო ამბები