Thumbnail

ვერნერის ტრანსფერი - ლივერპული წინადადების მოსამზადებლად დროს ითხოვს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლივერპული დროს ითხოვს
  • კლუბი პანდემიის შემდეგ ფინანსური მდგომარეობის გადახედვას აპირებს...

ლივერპულმა ტიმო ვერნერის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ოფიციალური სატრანსფერო წინადადების მოსამზადებლად კლუბს დრო სჭირდება.

მერსისაიდელები პანდემიის შემდეგ ფინანსური მდგომარეობის გადახედვას აპირებენ. ვერნერი ბაიერნსაც სურდა, თუმცა ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ქვეყნის გარეთ აპირებს.

მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა, რის გადახდასაც ლივერპული აპირებს თუ სატრანსფერო სტრატეგიისთვის კლუბმა საჭირო რესურსები გამონახა.

იურგენ კლოპს ფეხბურთელი ძალიან მოსწონს - ვერნერს ლაიპციგის შემადგენლობაში, მხოლოდ ბუნდესლიგაში 118 მატჩი 72 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები