Thumbnail

კლოპი: როდემდე უნდა ივარჯიშონ ფეხბურთელებმა 5-6 წლის ბავშვებივით ეზოებში?

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ლივერპულის გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და სურვილი გამოთქვა, რომ გუნდებს მალე მიეცეთ ვარჯიშების ჩატარების შესაძლებლობა.

“თუ სეზონი უნდა განახლდეს, მაშინ ვარჯიშის საშუალება უნდა მოგვეცეს, რადგან ფეხბურთელებს ფორმის აღდგენა სჭირდებათ. უმაღლესი კლასის მოთამაშეები 5-6 წლის ბავშვებივით საკუთარ ბაღებში და ეზოებში ვარჯიშობენ. არ ვიცი როდის, მაგრამ დადგება ის დრო, როდესაც მოედანს დავუბრუნდებით და პრემიერლიგის მატჩები ისევ ჩატარდება. თუმცა, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ამიტომ, ვარჯიშების განახლება მნიშვნელოვანია," - განაცხადა კლოპმა.

ლივერპული პრემიერლიგას 25-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ჩემპიონობის გასანაღდებლად 2 მოგება სჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით ინგლისში არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება. ერთ-ერთი ვერსიით, ჩემპიონატი რომც გაუქმდეს, ლივერპულს ჩემპიონის წოდება მიენიჭება.

კომენტარები

ბოლო ამბები