Thumbnail

ლა ლიგის პრეზიდენტი: რისკი აფთიაქში წასვლის დროს უფრო მაღალია, ვიდრე ვარჯიშზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონა, რეალი და ატლეტიკო ფეხბურთელების კორონავირუსზე შემოწმებას აპირებენ, რის შემდეგაც სეზონის რესტარტისთვის მზადების დაწყებას გეგმავენ.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის განახლდება სეზონი, თუმცა პრიმერას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ფეხბურთელები არ რისკავენ კორონავირუსით დაავადებას ვარჯიშის პროცესში, თუკი დისტანციასა და უსაფრთხოების წესებს დაიცავენ. 

ხავიერ ტებასი წვრთნის პროცესის განახლებაში საფრთხეს ვერ ხედავს

"ყველა საშუალებას მივმართავთ საიმისოდ, რათა ფეხბურთი უსაფრთხოდ დაბრუნდეს და კონტროლირებადი იყოს. როდესაც აფთიაქში მიდიხართ, კოროანვირუსით დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ვარჯიშზე. მაგრამ გვესმის, რომ ადამიანებს ეშინიათ", - აქვეყნებს ტებასის ნათქვამს ესპანური მედია, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩემპიონატის განახლება შესაძლოა ივნისში მოხდეს.

ამ დროისთვის ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ბარსელნა ლიდერობს, რომელმაც 27 ტურში 58 ქულა მოაგროვა. ამასთან, შეჩერებულია ყველა ევროპული ჩემპიონატი, გარდა ბელარუსის პირველობისა. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მატჩები გაურკვეველი დროით გადავადდა.

კომენტარები

ბოლო ამბები