Thumbnail

იუვენტუსმა ვარჯიში განაახლა - პირველი ფოტოები კლუბის ბაზიდან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იუვენტუსმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე კლუბის ბაზაზე ვარჯიშის განახლების შესახებ გამოაცხადა. ამ დღეებშ ტურინული კლუბის რამდენიმე ფეხბურთელმა ტესტირება ჩაიტარა და ინფივიდუალურად ვარჯიშობს, რათა იმ სპორტულ ფორმას დაუბრუნდეს, რომელიც სეზონის გაჩერებამდე ჰქონდა.

იუვენტუსის პრესსამსახურის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე გუნდის მცველის ლეონარდო ბონუჩისა და ნახევარმცველის აარონ რემსის ვარჯიშია ასახული.

ტურინულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება კრიშტიანო რონალდო, რომელიც პორტუგალიიდან იტალიაში ახლახან ჩავიდა და წესისამებრ, 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 10 მარტს შეჩერდა. ქვეყანა ევროპაში COVID 19-ის გავრცელების კერად იქცა. ტურინულ კლუბში ინფექცია რამდენმე ფეხბურთელს გამოუვლინდა - მცველ დანიელე რუგანის, ნახევარმცველ ბლეზ მატუიდისა და ფორვარდ პაულო დიბალას. 

იტალიის ჩემპიონატში პაუზამდე ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს იუვენტუსი 63 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ ლაციოს ერთი ქულით ნაკლები აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები