Thumbnail

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერლიგის განახლების თარიღი დაასახელა და ჩემპიონატის რესტარტი ოფიციალურად დაადასტურა. თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პროფესიონალური საფეხბურთო ლიგები 12, 13 და 14 ივნისს უნდა განახლდეს,” - განაცხადა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიჰათ იოზდემირმა სატელევიზიო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა, სადაც ლევან შენგელია (კონია) და საბა ლობჟანიძე (ანკარაგიუჯუ) თამაშობენ, 19 მარტს, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. თურქეთის მეორე ლიგაში გიორგი არაბიძე - იგი ადანასპორის ფეხბურთელია.

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 129 491 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 3 520 და გამოჯანმრთელდა 73 285 ადამიანი. აპრილის ბოლოდან თურქეთში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად კლებულობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 700 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 250 000-ზე მეტი და გამოჯანმრთელდა მილიონზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები