Thumbnail

ხორვატიაშიც განახლდება! მატჩები მაყურებლების გარეშე ჩაივლის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის თაობაზე იმსჯელა და ქომაგებისთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ირკვევა, ხორვასტიაში ფეხბურთის თამაშს 30-31 მაისს განაახლებენ, როდესაც ქვეყნის თასის ნახევარფინალები შედგება, 6 ივნისს კი, უკვე, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებიც ჩატარდება.

თამაშები მაყურებლების გარეშე გაიმართება, ამასთან, გადაწყდა ისიც, რომ ქვედა ლიგებსა და აზალგაზრდულ ჩემპიონატებში სეზონი გაუქმებულად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ სხვა მრავალი ტურნირის მსგავსად, ხორვატიის საფეხბურთო პირველობაც მარტის შუაწელს შეწყდა.

ტურნირის ლიდერი ამჟამად ზაგრების დინამოა, რომელიც მე-2 ადგილზე მოფ რიეკას 18 ქულით უსწრებს და ფაქტობრივად, ჩემპიონობა განაღდებული აქვს.

ამ დროისთვის, ხორვატიაში 2 119 ადამიანი ინფიცირებული, 85 კი გარდაიცვალა. მთელს მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 3 750 ათასს აჭარბებს, 260 ათასამდე კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები