Thumbnail

რეალი შეიკრიბა – მადრიდელები ვარჯიშის განახლებას აპირებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მადრიდის რეალის ფეხბურთელები, მწვრთნელები და თანამშრომლები კლუბის ბაზაზე შეიკრიბნენ და სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონი მარტის შუაწელს კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, მაშინ, როდესაც “სამეფო კლუბი” 56 ქულით მე-2 ადგილზე იყო და ლიდერ ბარსელონას 2 ქულით ჩამორჩებოდა.

დღეს, რეალის ფეხბურთელებმა სპეციალური სამედიცინო შემოწმება გაიარეს, უახლოეს დღეებში კი, გარკვეული რეგულაციების გათვალისწინებით, წვრთნას განაახლებენ.

მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ფეხბურთელებს სოციალური დისტანციის დაცვით გაესაუბრა. ამასთან, ყველა მათგანს სამედიცინო ნიღაბი ეკეთა.

ესპანეთი იმ ქვეყანათა რიცხვშია, რომლებიც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამ დროისთვის, იქ 253 692 ადამიანია ინფიცირებული და ეს, აშშ-ს შემდეგ, მეორე მაჩვენებელია. გარდაცვლილთა რიცხვი 25 857-ს უტოლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები