Thumbnail

მესი პირბადითა და ხელთათმანით - ლეო ბარსელონას ბაზაზე ასე გამოცხადდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონას თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ინტსაგრამში თავის გვერდზე კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. არგენტინელ ვარსკვლავს, რომელიც ბაზა "სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერს" სტუმრობს, სახეზე პირბადე, ხოლო ხელებზე სპეციალიური ხელთათმანები უკეთია. 

"სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერი" კატალონიური გრანდის სპორტული კომპლექსია, რომელიც 2006 წლის 1-ელ  ივნისს გაიხსნა. კომპელქსში 9 საფეხბურთო მოედანსა და სპორტულ პავილიონს მოიცავს.

მანამდე ესპანეთის ხელისუფლებამ, კორონავირუსით დაავადების კლების ფონზე, კარანტინის შემსუბუქების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. ლა ლიგის კლუბების ფეხბურთელები ბაზებზე უკვე იკრიბებიან და წვრთნის პროცესს ანახლებენ.

ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ კიდევ შეჩერებულია. ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ბარსელონა ლიდერობს, რომელმაც 27 ტურში 58 ქულა მოაგროვა. კატალონიელებს 2 ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება.

ბარსელონას არგენტინელმა კაპიტანმა ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის 22 მატჩში ითამაშა, გაიტანა 19 გოლი და მიითვალა 12 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები