Thumbnail

ტესტირება ტორინოში - გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იტალიური სერია A-ს კლუბმა ტორინომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოანჩდა. COVID 19-ზე დადებითი პასუხი გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომელიც ტორინოს ფეხბურთელებს ჩაუტარდა. 

დაინფიცირებული ფეხბურთელი, რომლის ვინაობა არ ცხადდება, კარანტინში მოათავსეს და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ პაციენტში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

იტალიის 2019/20 წლების ჩემპიონატი 10 მარტს, კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს. ტორინოს ჩატარებული 25 მატჩის შემდეგ, 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სერია A-ს კლუბებს ინდივიდუალური წვრთნის პროცესის განახლების ნება დართეს.

კომენტარები

ბოლო ამბები