Thumbnail

'გერმანია ყველასთვის ბრწყინვალე მაგალითი იქნება' - უეფას პრეზიდენტი კმაყოფილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

გადაწყვეტილია, რომ 16 მაისს გერმანიის ბუნდესლიგა განახლდება. რეგლამენტის მიხედვით, ტურნირი 30 ივნისამდე გაგრძელდება. გერმანელებმა კარგად გაართვეს თავი კრიზისულ ვითარებას და პირველები განაახლებენ საფეხბურთო ჩემპიონატს. ამ ფაქტით აღფრთოვანებულია უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი, რაზეც მისი კომენტარი მოწმობს…

ალეკსანდერ ჩეფერინი (უეფას პრეზიდენტი): “ეს არის წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად. ბუნდესლიგის განახლების გადაწყვეტილება არის კონსტრუქციული დიალოგის შედეგი გერმანული ფეხბურთის ხელმძღვანელებს და პოლიტიკოსებს შორის. დარწმუნებული ვარ, გერმანია იქნება ბრწყინვალე მაგალითი ყველასთვის, რომ ფეხბურთი თავისი ემოციებით და ენთუზიაზმით მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს გარემოზე. ვუსურვებ წარმატებას ყველას, ვინც ამ დიდ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა”. 

კომენტარები

ბოლო ამბები