Thumbnail

რიგითი სონი - ტოტენჰემის ვარსკვლავმა სამხედრო სამსახური დაასრულა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჰეუნ მინ სონმა სამხრეთ კორეაში 3-კვირიანი სამხედრო სწავლება გაიარა
  • ტოტენჰემის თავდამსხმელს ჯარში საუკეთესო შეფასება მისცეს

ტოტენჰემის და სამხრეთ კორეის ნაკრების 27 წლის ვარსკვლავმა ჰეუნ მინ სონმა სამშობლოში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა და 3-კვირიანი სწავლება საუკეთესო შეფასებით დაასრულა.

საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სროლისა და იარაღის მარჯვე ფლობის კრიტერიუმებში სონმა ჯილდოები მიიღო. ფეხბურთელი 157 ჯარისკაციდან 5 საუკეთესოში მოხვდა.

ტოტენჰემის ვარსკვლავმა სავალდებულო ჯარისთვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზა გამოიყენა. როგორც იცით, ფეხბურთი ყველგან გაჩერებულია. აღსანიშნავია, რომ სონი რეგულარული სამხედრო სამსახურისგან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ 2018 წელს აზიის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

სონი საფეხბურთო ევროპამ ბუნდესლიგაში თამაშიდან გაიცნო. სამხრეთკორეელი შემტევი გერმანიის ჩემპიონატში 2010 წელს, ჰამბურგის შემადგენლობაში გამოჩნდა. 3 წელიწადში მან 73 მატჩში 20 გოლი გაიტანა და მერე ლევერკუზენში გადავიდა, სადაც 2 სეზონში 62 შეხვედრის ჩატარება და 21 გოლის გატანა მოასწრო. 2015 წლიდან სონი ტოტენჰემშია და 151 მატჩში 51 გოლი აქვს გატანილი. სამხრეთ კორეის ნაკრებში მის ანგარიშზე 79 შეხვედრა და 24 გოლია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები