Thumbnail

ლა ლიგის განახლების თარიღი - ლეგანესის მწვრთნელმა ის სიხარულით გამოაცხადა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ლეგანესის მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის განახლების კონკრეტული თარიღი დაასახელა.

ლეგანესის თავკაცი ბედნიერია, რომ სამუშაოს უბრუნდება

"უკვე გვაქვს ესპანეთის ჩემპიონატის დაწყების თარიღი. 20 ივნისს განვაახლებთ ლა ლიგის გათამაშებას, ხუთი კვირის შემდეგ კი - 26 ივლისს, ოფიციალურად დავასრულებთ მას. მატჩები შაბათ-კვირას ჩატარდება, ასევე - ოთხშაბათ-ხუთშაბათს.

ლა ლიგამ ამის შესახებ სულ ახლახან მაცნობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უკვე დავგეგმეთ ვარჯიში. საბედნიეროდ, ტესტირება წარმატებით გავიარეთ და წვრთნას უკვე ხვალიდან ვიწყებთ", - აქვეყნებს აგირეს სიტყვებს ესპანური მედია.

ბარსელონას ფეხბურთელებმა ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიში უკვე დაიწყეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთო სეზონი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში შეჩერდა. COVID 19-მა თავდაპირველად გასული წლის მიწურულს, ჩინეთში იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, დაავადების 3,8 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 269 ათასზე მეტი ადამიანი, 1,2 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

ესპანეთის ჩემპიონატში გასული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა (58 ქულა), რომელსაც 2 ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება. ლეგანესი 23 ქულით ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა და დაქვეითება ემუქრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები