Thumbnail

ლიტმანენი: ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ, მიხარია, რომ გადავრჩი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ფინეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა იარი ლიტმანენმა იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც კორონავირუსის გამო შეუძლოდ გახლდათ.

“სიცხე მქონდა, თავი და კუნთები მტკიოდა და ძლივს ვსუნთქავდი. საბედნიეროდ, ტკივილები ისე ძლიერი არ ყოფილა, რომ სააავადმყოფოში გადავეყვანეთ. საერთო ჯამში, მძიმე პერიოდი მქონდა. მართალი გითხრათ, ამან კვალი დამიტოვა, რადგანაც ფიზიკური კუთხით ასეთ ცუდ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ. ახლაც მხოლოდ ფეხით ან ველოსიპედით გადავაადგილდები. იმისთვის, რომ დიდ მანძილზე ვიარო, ძალები ჯერაც არ მყოფნის. საერთო ჯამში, ავად 4 კვირის განმავლობაში ვიყავი და შემიძლია გითხრათ, რომ იმ დროს ფეხბურთი არც კი გამხსენებია, ჩემი ფიქრები სულ სხვა რამეს უკავშირდებოდა და მიხარია, რომ შედარებით იოლად გადავრჩი”.

ცნობისთვის, 49 წლის ლიტმანენი ფინეთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება: მას 137 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი. იარის საკლუბო დონეზე ყველაზე წარმატებული პერიოდი აიაქსის, ბარსელონასა და ლივერპულის მაისურით აქვს გატარებული.

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 4 227 315-ს უტოლდება, 285 263 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები