Thumbnail
  • დიდია შანსი, მარტინესმა ინტერი დატოვოს და კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს
  • ესპანურ და იტალიურ კლუბებს შორის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია

დიდია შანსი, ლაუტარო მარტინესმა ინტერი დატოვოს და კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს. კლუბებს შორის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია. მილანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ თუ ლაუტარო ინტერს დატოვებს, მას ტოპ თავდამსხმელი შეცვლის…

“ჩვენ არასდროს გვსურდა მარტინესის გაყიდვა, მაგრამ ფეხბურთელის სურვილიც გასათვალისწინებელია. თუ ლაუტარო საბოლოო არჩევანს ბარსელონას სასარგებლოდ გააკეთებს და კლუბებიც შევთანხმდებით პირობებზე, მაშინ ის ესპანეთში გააგრძელებს კარიერას. თუმცა, ინტერის გულშემატკივრებს სანერვიულო არ აქვთ, რადგან თუ ლაუტარო წავა, მას ტოპ თავდამსხმელი შეცვლის. რაც შეეხება სანდრო ტონალის, მისი ინტერში მოსვლა რეალურია. ფედერიკო კიეზა? მომწონს, მაგრამ ძალიან ძვირია”. - განაცხადა ჯუზეპე მაროტამ.

სერია A-ს შეწყვეტილ გათამაშებაში ინტერს 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია. ანტონიო კონტეს გუნდი 8 ქულით ჩამორჩება ლაციოს, ხოლო 9 ქულით იუვენტუსს, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები