Thumbnail
  • შაბათს ლა ლიგის 28-ე ტურის 4 მატჩი გაიმართა
  • ბარსელონამ რეალს 5 ქულით გაუსწრო
  • კვირას ატლეტიკომ ბილბაოში 2 ქულა დაკარგა.

UPDATE: კვირას, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები ბილბაოს ატლეტიკისა და მადრიდის ატლეტიკოს დუიელით დაიწყო, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. დიეგო სიმეონეს გუნდს 28 ტურის შემდეგ 46 ქულა აქვს და საუკეთესო ოთხეულს მიღმაა. 

ბილბაო 1:1 ატლეტიკო

გოლები: 1:0 მუნიანი (37), 1:1 დიეგო კოშტა (39)

შაბათს ლა ლიგაში 28-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც უმთავრესი ბალეარის კუნძულებზე შედგა, ბარსელონა მალიორკას იოლად გაუმკლავდა 4:0: ...

პირველ ტაიმში ლიდერმა ორი გოლის გატანა შეძლო - უკვე მე-2 წუთზე ალბას ჩაწოდებულს თავით არტურო ვიდალი შეწვდა და ანგარიში გახსნა. 37-ე წუთზე გოლი მესის პასით მარტინ ბრაიტვაიტმა გაიტანა. გოლი VAR-ზე შეამოწმეს, თუმცა ჩათვალეს.

მე-80 წუთზე კიდევ ერთი გოლი შეამოწმა ვიდეორეფერიმ და კვლავ ჩაითვალა - ამჯერად, თავი ჟორდი ალბამ გამოიჩინა. მატჩის მიწურულს ლეო მესიმ თავისი მე-20 გოლი გაიტანა სეზონში. მან მატჩი გოლით და 2 საგოლე პასით დაასრულა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელია ლა ლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ 12 სეზონში 20 გოლზე მეტი გაიტანა. 

⚽ ლა ლიგაში ბარსელონას ბოლო 18 გოლიდან 15-ში ლიონელ მესიმ უშუალო მონაწილეობა მიიღო (7 გოლი, 8 საგოლე პასი) 

⚽ მარტინ ბრაიტვაიტი მესამე დანიელია, ვინც ბარსელონას მაისურით ლა ლიგაში გაიტანა მიქაელ ლაუდრუპისა (39 გოლი) და ალან სიმონსენის (31) შემდეგ.

⚽ არტურო ვიდალმა ამ სეზონში 9 ზუსტი დარტყმით 7 გოლი გაიტანა.

⚽ მარკ ტერ შტეგენმა თამაშში 68-დან 64 ზუსტი პასი გააკეთა (94%). ამასთან, პირველ ტაიმში მისი ყველა პასი ზუსტი იყო. 

მალიორკა 0:4 ბარსელონა

გოლები: 0:1 არტურო ვიდალი (2), 0:2 ბრაიტვაიტი (37), 0:3 ალბა (80), 0:4 მესი (90+3)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (71. სემედუ), არაუხო, პიკე, ალბა - არტურო ვიდალი (46. რაკიტიჩი), ბუსკეტსი (71. არტური), ფ. დე იონგი (85. ფირპო) - გრიზმანი (57. ლუის სუარესი), მესი, ბრაიტვაიტი


ესპანიოლმა ალავესს მას მერე აჯობა, რაც სტუმრები მე-19 წუთზე 10 კაცით დარჩნენ - პაჩეკო გააძევეს.

რეალი 3:1 ეიბარი

გოლები: 1:0 კროოსი (4), 2:0 რამოსი (30), 3:0 მარსელო (37), 3:1 ბიგასი (60)

რეალი (4-3-3): კურტუა - მარსელო, რამოსი (მილიტაო 61), ვარანე, კარვახალი (მენდი 46) - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - როდრიგო (ბეილი 61), აზარი (ვინისიუსი 61), ბენზემა.

რეალმა დღეს ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე პირველი მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ მოედანზე, მადრიდელთა დუბლ შემადგენლობა თამაშობს (კასტილია), თუმცა პანდემიის და სარემონტო სამუშაოების გამო, სანტიაგო ბერნაბეუ სეზონის ბოლომდე დახურული იქნება.

ესპანიოლი 2:0 ალავესი

გოლები: 1:0 ბერნარდო (45+3), 2:0 ვუ ლეი (47)

სელტა 0:1 ვილიარეალი

გოლი: 0:1 ტრიგეროსი (90+1)

ლეგანესი 1:2 ვალიადოლიდი 

გოლები: 0:1 უნალი (2), 0:2 ალკარასი (54), 1:2 ოსკარი (84-პენ)

კომენტარები

ბოლო ამბები