Thumbnail
  • საფრანგეთი 2:3 კოლუმბია.
  • "სამფეროვნები" 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
  • ხამეს როდრიგესის ანგარიშზე ორი საგოლე პასია.

"სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩში კოლუმბიასთან 2:3 დამარცხდა. დიდიე დეშამის გუნდმა 2-გოლიანი უპირატესობა გაანიავა. აი, ასე უღიმღამოდ დაიწყეს "სამფეროვნებმა" მუნდიალისთვის მზადება. 

დეშამის 11-ეული

მე-11 წუთზე ოლივიე ჟირუმ კარგად მეკარე ოსპინას შეცდომით და ანგარიში გახსნა. 26-ე წუთზე მასპინძლებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელშიც სიდიბე, გრიზმანი, მბაპე და ლემარი მონაწილეობდნენ, ამ უკანასკნელმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ორ წუთში შეცდა უგო ლორისი, რომელსაც ლუის მურიელმა გაუტანა ძალიან მახვილი კუთხიდან. 

62-ე წუთზე რადამელ ფალკაომ ხამეს როდრიგესის პასით გაათანაბრა. 

ოლივიე ჟირუმ ბოლო 9 სანაკრებო მატჩში 9 გოლი გაიტანა. ჩელსის ფორვარდს ეროვნულ გუნდში 70 მატჩში 30 გოლი დაუგროვდა. გოლებით ის ჟიუსტ ფონტენსა და ჟან-პიერ პაპენს გაუთანაბრდა, შემდეგი ზიდანია (31 გოლი).

85-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმოში ისკიერდო წააქციეს და კიდევ ერთმა შეცვლაზე შესულმა, ხუან კინტერომ პენალტით გამარჯვება კოლუმბიას მოუტანა.  

აღსანიშნავია, რომ დიდიე დეშამმა თავის 4-4-2 სისტემაში პოლ პოგბას ადგილი ვერ გამონახა, ის მოედანზე მხოლოდ ცვლილებაზე გამოვიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები