Thumbnail
  • რეალი 3:0 ვალენსია
  • ლა ლიგაში სეზონის დასრულებამდე 9 ტური რჩება

ესპანეთის ლა ლიგაში 18 ივნისს 29-ე ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. მადრიდში "ალფრედო დი სტეფანოზე" ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა...

რეალმა მეორე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუტანა "ღამურებს" და 62 ქულით მეორე ადგილზეა, "სამეფო კლუბი" ბარსელონას კვლავ ორი ქულით ჩამორჩება, 

რეალისა და ვალენსიას დაპირისპირებაში გოლი 21-ე წუთზე გავიდა, როგრიგომ გაიტანა, მაგრამ საკამათო სიტუაციაში. VAR-მა საბოლოო ვერდიქტი ვერ გამოიტანა და მხოლოდ მსაჯმა სანჩესმა გადაწყვიტა, რომ თამაშგარე იყო და გოლი გააუქმა. 

61-ე წუთზე აზარმა და მოდრიჩმა "კედელი" გაითამაშეს და ბელგიელმა ქარიმ ბენზემას სეზონში მე-15 გოლი გაატანინა ლა ლიგაში. 

74-ე წუთზე მოედანზე მარკო ასენსიო გამოჩნდა, რომელსაც 2019 წლის მაისის მერე არ უთამაშია და მან პირველივე შეხებით იმავე წუთზე გაიტანა. ამის შემდეგ იყო ბენზემას სუპერგოლი და ლის გაძევება ვალენსიას შემადგენლობაში.

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ სეზონში კაზემირომ, მოდრიჩმა, კროოსმა და ვალვერდემ 4 მატჩი ითამაშეს ერთად სასტარტოში და რეალმა 3 თამაში მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა.

⚽ პირველ ტაიმში რეალმა 8-ჯერ დაარტყა ვალენსიას კარში, მაგრამ ვერ გაიტანა. ეს ზიდანის ანტირეკორდია.

⚽ ქარიმ ბენზემამ რეალში 243-ე გოლი გაიტანა და კლუბის ყველა დროის ბომბარდირებში ფერენც პუშკაშს გაუსწრო (მე-5 ადგილი).

⚽ მარკო ასენსიო 396-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და 31 წამში გოლი გაიტანა. 

რეალი 3:0 ვალენსია

გოლები: 1:0 ბენზემა 61', 2:0 ასენსიო 74', 3:0 ბენზემა 86'

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, სერხიო რამოსი, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ვალვერდე (74. ასენსიო), ბენზემა, აზარი (82. ვინისიუსი)

ვალენსია (4-4-2): სილესენი - ვასი, გილამონი, მანგალა, გაია - ფ. ტორესი (59. გედეში), პარეხო (69. კოკლენი), კონდოგბია, სოლერი (69. ჩერიშევი) - როდრიგო (76. ლი), მაქსი გომესი (59. გამეირო)


ვიტორიაში ბასკურ დერბიში ალავესმა რეალ სოსიედადს 2:0 მიგო და სალიგო საქმე გაუფუჭა. სან სებასტიანელები აღარ არიან საოცნებო ოთხეულში.

ალავესი 2:0 რეალ სოსიედადი

გოლები: 1:0 საინსი 56', 2:0 აგირეგაბირია 90+6'

კომენტარები

ბოლო ამბები