Thumbnail
  • 📅 25 ივნისი | ⌚ 00:00 | ⚽ რეალი V მალიორკა
  • პირველ წრეში მალიორკამ რეალს სენსაციურად აჯობა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

თუ მადრიდის რეალი სეზონის ბოლომდე დარჩენილ რვავე შეხვედრას მოიგებს, ჩემპიონი გახდება, იმის და მიუხედავად, რას იზამს ბარსელონა...

"ალფრედო დი სტეფანოს" გასავარდნ ზონაში მყოფი მალიორკა სტუმრობს, რომლის მთავარი ვარსკვლავიც 19 წლის ტაკეფუსა კუბოა. იაპონელი ტალანტი, რომელიც... რეალის საკუთრებაა და ბალეარის კუნძულებზე იჯარით თამაშობს. სხვათა შორის, ამან მას ხელი არ შეუშალა, პირველ წრეში რეალთან ეთამაშა და გამარჯვებაში (1:0) თავისის წვლილიც შეეტანა. ასე რომ, "სამეფო კლუბს" მალიორკაზე შური აქვს საძიებელი. 

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "არ შეიძლება თავდაჯერებულად თამაში მალიორკასთან! ისინი აქ სამი ქულისთვის ითამაშებენ. ეს არის გუნდი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მოგაყენოს დარტყმა. მალიორკამ პირველ წრეში უკვე ჩაგვიტარა მწარე გაკვეთილი. ჩვენ მხოლოდ ამ დაპირისპირებაზე ვფიქრობთ და შევეცდებით, პირველიდან 90-ე წუთის ჩათვლით მთელი სერიოზულობითა და კონცენტრაციით ვითამაშოთ. 

კალენდარზე ბევრს ლაპარაკობენ, საათებს შორის სხვაობაზე. მეც მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ არ ვიტყვი - ჩვენთვის ხვალინდელი მატჩი ფინალია... მორიგი ფინალი, როგორც დარჩენილი რვა დაპირისპირება. სერხიო რამოსი გამოჯანმრთელდა და ვარჯიშობს, იქნება 11-ეულში? ხვალ ვნახავთ. ეს შეიძლება ითქვას, აზარზეც. მიხარია, რომ ისკოც დაბრუნდა, მისი ტრავმა მსუბუქი გამოდგა, ხვალ ის აუცილებლად იქნება განაცხადში. 

კუბოს მუდამ ვაკვირდებით, მას ძალიან კარგი სეზონი აქვს. ის საინტერესო ფეხბურთელია, როგორც ახლა, ისე სამომავლოდ. კარგი იქნებოდა, შინ რომ დარჩენილიყო და ხვალ არ ეთამაშა. ვნახოთ, რა იქნება მომავალ სეზონში".

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალმა მალიორკას უკანასკნელი 10 საშინაო მატჩიდან (ყველა შეჯიბრი) 8 მოუგო.

⚽ რეალს ლა ლიგაში საკუთარ მოედანზე 15 მატჩია, რაც არ წაუგია. 

⚽ მალიორკამ ლა ლიგაში ბოლო 14 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. 

⚽ პირველ წრეში მალიორკამ რეალს ლუგოს გოლით 1:0 მოუგო.

⚽ ბოლო 4 საშინაო მატჩში რეალი, სულ მცირე, 2 გოლს იტანს.

⚽ რეალმა შინ მალიორკას ბოლო 6 დაპირისპირება სულ მცირე, 2 გოლის სხვაობით მოუგო. 

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - ვალვერდე, მოდრიჩი, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი
ტრავმა: ნაჩო, იოვიჩი, ვასკესი, ისკო (?), აზარი (?), სერხიო რამოსი (?)
დისკვალიფიკაცია: კაზემირო

მალიორკა (4-1-4-1): რეინა - პოსო, ვალიენტი, სედლარი, გამეს ლოპესი - ბაბა - კუბო, დ. როდრიგესი, სევილია, კუჩო - ბუდიმირი
ტრავმა: აგბენიენუ, ფაბრისიო, კი, კურტისი
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები