Thumbnail
  • საბურთალო 0:3 დინამო თბილისი
  • გოლები: 0:1 კუცია (17), 0:2 კაპანაძე (50), 0:3 ბუღრიძე (54)

ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება ზუსტად 110 დღის შემდეგ, თბილისური დერბით განახლდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბურთალო დინამო თბილისთან 0:3 დამარცხდა. მატჩის წინ, გუნდებმა საბურთალოს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს: ფეხბურთელებმა შავი სამკლავურებით ითამაშეს, თამაშის დაწყებამდე კი მოედანზე სპეციალურად დამზადებული მაისურებით გავიდნენ.

საბურთალოს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დღეს დაკრძალეს
📸 | საბურთალო

მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა დინამოს დიდი უპირატესობა. კახა ჩხეტიანის გუნდი უფრო დალაგებულ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდა. სტუმრების შეტევები მწვავე იყო, საბურთალომ კი დაცვაში არაერთი უხეში შეცდომა დაუშვა. შედეგად, თეიმურაზ შალამბერიძის გუნდის კარში სამი უპასუხო გოლი გავიდა. დინამოს მეტის გატანაც შეეძლო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან კარგად ითამაშა საბურთალოს მეკარე ლაზარე კუპატაძემ.

ეს ამ სეზონში დინამო თბილისის პირველი გამარჯვებაა
📸 | erovnuliliga.ge

დინამოს რიგებში თავი გიორგი კუციამ, თორნიკე კაპანაძემ და ირაკლი ბუღრიძემ გამოიჩინეს. აღსანიშნავია კუციას ეფექტური გოლი საჯარიმო დარტყმიდან და ბუღრიძის გოლს პლუს საგოლე გადაცემა. მატჩის 87-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან ლუკა ლაკვეხელიანი გააძევა და საბურთალომ მატჩი 10 ფეხბურთელით დაამთავრა.

დინამო თბილისმა პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. სამი ტურის შემდეგ, კახა ჩხეტიანის გუნდს 5 ქულა აქვს. საბურთალოს პირველი ორი ტურის შემდეგ 4 ქულა ჰქონდა და ასეც დარჩა.

საბურთალო 0:3 დინამო თბ.

გოლები: 0:1 კუცია (17), 0:2 კაპანაძე (50), 0:3 ბუღრიძე (54).

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი - ალთუნაშვილი, ტერა (46. ცნობილაძე) - ტაბატაძე, ნონიკაშვილი (61. გულიაშვილი), კოხრეიძე (69. მაჭარაშვილი) - ქავთარაძე.

დინამო თბ. (4-2-3-1): კვასხვაძე - ტრუბოჩკინი, კობოური, ლოჩოშვილი, ქიმაძე - პაპავა, მექვაბიშვილი (71. ქარდავა) - პერნამბუკო (85. დაფე), კუცია, ბუღრიძე (75. აზაროვი) - კაპანაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები