Thumbnail

'გუნდი არ გაჩერდა და მორიგი შოუ დადგა' - ოლივერ კანი კმაყოფილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ლეგენდარულმა მეკარემ, ოლივერ კანმა გერმანულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ბაიერნის ჩემპიონობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მიუნხენურმა გრანდმა ზედიზედ მერვედ მოიგო ბუნდესლიგა.

“მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოვიგეთ და ეს შესანიშნავია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობა განაღდებული გვქონდა, გუნდი არ გაჩერდა და ბოლო ტურში, ვოლფსბურგს 4:0 მოუგო. ეს იყო მორიგი შოუ, რომელიც გუნდმა მოაწყო. ბუნდესლიგის უკვე დასრულებულ გათამაშებაში 100 გოლი გავიტანეთ და ეს ბრწყინვალე შედეგია,” - განაცხადა ოლივერ კანმა.

ბაიერნს წინ გერმანიის თასის ფინალური მატჩი ელოდება. 4 ივლისს, გადამწყვეტ შეხვედრაში მიუნხენური გრანდი ლევერკუზენის ბაიერს დაუპირისპირდება. ბაიერნი წარმატებით ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზეც. ჰანსი ფლიკის გუნდს მერვედფინალური ეტაპის პირვლი მატჩი ჩელსისთან გასვლაზე 3:0 აქვს მოგებული და წესით, მომდევნო ეტაპზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები