Thumbnail
  • ბოდენ ბარეტი იაპონურ სანტორიში გადავიდა
  • სანამ იაპონიაში ითამაშებს, მას ეროვნულ ნაკრებში აღარ მიიწვევენ

"ოლ ბლექსის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა: ახალი ზელანდიის ნაკრების 10 ნომერი ბოდენ ბარეტი იაპონურ სანტორი სანგოლიათში მილტონ ჰეიგთან ითამაშებს...

"ბოდენ ბარეტს იაპონიაში ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ელის, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი. ჰეიგი ამჟამად სწორედ სანტორის მთავარი მწვრთნელია, ხოლო მისი კონსულტანტია ედი ჯონსი, ინგლისის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი", - წერს "ოლ ბლექსის" ოფიციალური საიტი. 

ბოდენ ბარეტმა შარშან ბლუზთან და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ის 2021 წელს სუპერ რაგბის სეზონს გამოტოვებს და ტოკიოს კლუბში ითამაშებს და ზელანდიაში სანაკრებო მატჩებისთვის დაბრუნდება და დარჩება ქვეყანაში კონტრაქტით გათვალისწინებული დროის ამოწურვამდე (2023 წლამდე). 

ბოდენ ბარეტი: "ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გაისად დავბრუნდე და ბლუსთან და, იმედია, ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად გავატარო ორი წელიწადი და გუნდს მსოფლიო თასზე დავეხმარო". 

NZ Herald-ის ცნობით, ბოდენ ბარეტი იაპონური ვოიაჟისთვის 3 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს მსოფლიო რაგბიში სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელფასია. 

29 წლის ბოდენ ბარეტმა ახალი ზელანდიის ნაკრების მაისურით 83 მატჩში 649 ქულა მოუტანა "ოლ ბლექსს". 

კომენტარები

ბოლო ამბები