Thumbnail

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში ტურინული დერბი ვიხილეთ, რომელიც იუვენტუსმა დამაჯერებლად მოიგო 4:1 და კიდევ უფრო მიუახლოვდა მორიგ სკუდეტოს...

ბუფონი მატჩზე განსაკუთრებული მაისურით გამოვიდა

საინტერესო ფაქტები

⚽ ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში სარეკორდო, 648-ე მატჩი გამართა. მან პაოლო მალდინის (647 მატჩი) გადაასწრო.

⚽ კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსში (და შესაბამისად, სერია A-ში) პირველი გოლი გაიტანა უშუალოდ საჯარიმო დარტყმით, ამისთვის მას 43 ცდა დასჭირდა.

⚽ ანდრეა ბელოტიმ (ტორინო) ზედიზედ 4 ტურში გოლები კარიერაში პირველად გაიტანა.

⚽ ლეონარდო ბონუჩიმ იუვენტუსის მაისურით მე-400 მატჩი ითამაშა.

⚽ კრიშტიანო რონალდომ და პაულო დიბალამ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანეს. 

⚽ კრიშტიანო რონალდო ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც 25 და მეტი გოლი გაიტანა, როგორც სერია A-ში, ასევე ლა ლიგაში და პრემიერლიგაში.

⚽ კრიშტიანო იუვენტუსის პირველი ფეხბურთელია 1961 წლის შემდეგ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში სეზონში 25 გოლის გატანა შეძლო.

იუვენტუსი 4:1 ტორინო

გოლები: 1:0 დიბალა 3', 2:0 კუადრადო 29', 2:1 ბელოტი 45+6' (პენალტი), 3:1 რონალდო 61', 4:1 ჯიჯი 87' (საკუთარ კარში)  

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო - ბენტანკური, პიანიჩი (49. მატუიდი), რაბიო - ბერნარდესკი (55. დუგლას კოშტა), დიბალა (80. იგუაინი) რონალდო

კომენტარები

ბოლო ამბები