Thumbnail
  • რეალი 2:0 ალავესი
  • ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში რეალს 501 გოლი აქვს გატანილი
  • მადრიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალავესთან მოგება შეაფასა

ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის რეალმა ალავესი მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მადრიდში, სტადიონ "ალფრედო დი სტეფანოზე" ჩატარებულ მატჩში პირველი გოლი მე-11 წუთზე, პენალტით ქარიმ ბენზემამ გაიტანა, მეორე ტაიმში კი მასპინძელთა უპირატესობა ორამდე მარკო ასენსიომ (50-ე წუთზე) გაზარდა, რომელიც საგოლე გადაცემით იმავე ბენზემამ მოამარაგა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერი მადრიდის რეალი ისევ 4 ქულით უსწრებს ბარსელონას, მომდევნო ტურში კი სტუმრად გრანადას დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ალავესთან შეხვედრაში, ბენზემას მიერ გატანილი გოლი გუნდისთვის მე-500 აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია (206 მატჩში, 138 მოგება, 42 ფრე, 26 მარცხი). ფრანგი სპეციალისტი მეორე მწვრთნელია რეალის ისტორიაში, ვინც 500 გოლის ნიშნულს გადააბიჯა. "სამეფო კლუბს" უფრო მაღალი შედეგიანობა მხოლოდ მიგელ მუნიოსის მწვრთნელობის დროს ჰქონდა - 605 მატჩი, 1226 გოლი. 

ალავესთან მოგებული მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ყურადღება ბოლო სამ მატჩში მისი გუნდისთვის დანიშნულ სამ პენალტზე გაამახვილა:

"ასევე უნდა გავაგრძელოთ, მშვენიერ ფორმაშია კურტუა და გუნდი ძალიან ცოტას უშვებს. რაც შეეხება ბენზემას მდგომარეობას, პირველი ტაიმის ბოლოსკენ დარტყმა მიიღო და ამის გამო ცოტა თავბრუხვევას გრძნობდა, მაგრამ სერიოზული არაფერი - ყველაფერი წესრიგშია.

ტიბო კურტუას სეზონში 18 უგოლო მატჩი დაუგროვდა

რაც შეეხება სამ 11-მეტრიანს სამ მატჩში, თუკი არბიტრი პენალტს დებს, ეს ნიშნავს, რომ პენალტია. უბრალოდ, ეს მენდის მიერ კარგად შესრულებული სათამაშო მოქმედება იყო. მთავარია, გაიტანო, ხოლო როგორ გაიტან, მნიშვნელობა არ აქვს.

ჩემპიონატში გამარვებისთვის ვიბრძვით და სეზონის ბოლომდე სამი თამაში რჩება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა როგორ მოხდება. ცოტა დასვენება გვჭირდება, თუმცა საუკეთესო დასვენება გამარჯვებაა".

კომენტარები

ბოლო ამბები