Thumbnail

'მაღიზიანებს, მესის რომ მადარებენ' - 15 წლის რეკორდსმენის ამბიციები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლა ლიგის ისტორიაში შესულმა ლუკა რომერომ თავის კარიერაზე ისაუბრა
  • მალიორკას 15 წლის პლეიმეიკერს არ მოსწონს, როდესაც მესის ადარებენ 

მალიორკას ნახევარმცველს ლუკა რომეროს ბარსელონას ვარსკვლავს ლიონელ მესის ადარებენ ხოლმე და 15 წლის არგენტინელ ფეხბურთელს, რომელიც მექსიკაშია დაბადებული და ესპანეთის მოქალაქეობაც აქვს, ეს არ მოსწონს. 

შეგახსენებთ, რომ რომერო პრიმერას ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც  ლიგაში დებიუტი ჰქონდა. მოედანზე პირველად გასვლისას ის 15 წლისა და 219 დღის იყო. უწინდელი რეკორდი კი სელტას ყოფილ ფეხბურთელს სანსონს ეკუთვნოდა, რომელსაც ტურნირში დებიუტი 1939 წლის დეკემბერში, 15 წლისა და 255 დღის ასაკში ჰქონდა.

ლუკას არგენტინის 15-წლამდელთა ნაკრებში იწვევენ

"მაღიზიანებს ლიონელ მესისთან შედარება, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი მესი, მე კი ფეხბურთში საკუთარი სახელის - ლუკა რომეროს შექმნა მსურს.

დავიბადე მექსიკაში, მაგრამ ჩემი ოჯახი წარმოშობით არგენტინიდანაა და ვითამაშემ სწორედ ამ ქვეყნის ნაკრებში, თუკი ამის სურვილი ექნებათ.

მალიორკაში პლეიმეიკერად თამაში მომწონს, მაგრამ როცა პლეიმეიკერის გარეშე ვთამაშობთ, მარჯვენა ფლანგზე მაყენებენ. მალიორკაში დიდი პროგრესი მაქვს, უკეთ ვთამაშობ მარჯვენა ფეხით, რომელსაც უწინ პრაქტიკულად არც ვიყენებდი", - ამბობს რომერო.

ლუკა რომეროს დებიუტი ლა ლიგაში ამ ზაფხულს ჰქონდა - რეალთან მატჩში (0:2) ის ცვლილებაზე შევიდა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები