- საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შეკრებას გაივლის.
- ზვიად ჯელაძის გუნდი 10 და 12 აპრილს თურქეთს შეხვდება.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 3 აპრილიდან ტექბიკურ ცენტრ ბასაზე შეკრებას დაიწყებს. 9 აპრილს, ზვიად ჯელაძის გუნდი სტამბულში გაემგზავრება, სადაც U16 თურქეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
თამაშები 10 და 12 აპრილს გაიმართება
ზვიად ჯელაძემ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობა გამოიძახა:
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ.), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ავთო კაპანაძე (ჩიხურა)
მცველები: საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ზურაბ ერაძე (დინამო თბ.), დათო ჩინჩალაძე (დინამო თბ.), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ.), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), ალექსანდრე ტეფნაძე (დინამო თბ.), ბექა ღირდალაძე (ტორპედო), გიგი ტალახაძე (აკადემია ზუგდიდი)
ნახევარმცველები: თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ.), გიორგი სიჭინავა (დინამო თბ.), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ.), დავით ზურაბიანი (დინამო თბ.), გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ.), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ლევან ფირცხალაიშვილი (დინამო თბ.), ივანე ფოცხვერია (აკადემია ზუგდიდი)
თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია)
კომენტარები