Thumbnail

რაგბის კავშირს ახალი დროებითი პრეზიდენტი ჰყავს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საქართველოს რაგბის კავშირს დროებით ახალი თავკაცი ჰყავს, ის კავშირის გამგეობაზე აირჩიეს...

"2020 წლის 20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის  გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეული იქნა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი", - ვკითხულობთ რაგბის კავშირის განცხადებაში.

თორნიკე გოგებაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მაღალი მიღწევების სპორტის სამმართველოს უფროსია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ თანამდებობა ივლისის მიწურულს დატოვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზად სარაგბო სამყაროში შექმნილი კრიზისი დასახელდა. დროებით თავკაცად გიორგი გორგასლიძე დაინიშნა, რომელიც 10 დღეში გადადგა.  მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.

კომენტარები

ბოლო ამბები