- ტორონტოსა და ბოსტონის მოთამაშეებმა პროტესტის ფორმებზე ისაუბრეს
- პოლიციელის ნასროლი ტყვიით ჯეიკობ ბლეიკი პარალიზებულია
28 აგვისტოს (თბილისის დროით 02:30) ბოსტონ სელტიკსისა და ტორონტო რეპტორსის NBA-ს პლეი ოფის II წრის პირველი შეხვედრა უნდა გაიმართოს, თუმცა შეიძლება, კლუბებმა პლეი ოფში პროტესტის ნიშნად არ ითამაშონ.
მიზეზი აფროამერიკელებზე პოლიციელთა ძალადობის მორიგი შემთხვევაა. 23 აგვისტოს ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციელმა 7 ტყვია ესროლა ზურგში ჯეიკობ ბლეიკს, რომლის დევნასაც ახორციელებდა. ამ ფაქტმა ხელახლა გააძლიერა პროტესტის ტალღა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით დაიწყო აშშ-ში. 25 აგვისტოს ექიმებმა დაადაასტურეს, რომ ბლეიკი წელსქვემოთ პარალიზებულია.
ამის შესახენ ლებრონ ჯეიმსმა უკვე ისაუბრა, ლეიკერსის მოთამაშემ განაცხადა, რომ ქვეყანაში აფროამერიკელთა სიცოცხლეს საფრთხე არამარტო პოლიციელების მხრიდან, არამედ, შეიარაღებული მოსახლებიდანაც ემუქრება.
ამასთან დაკავშირებით, ტორონტოსა და ბოსტონის მოთამაშეები ბოიკოტის საკითხს განიხილავენ. სელტიკსის მცველმა მარკუს სმარტმა განაცხადა, რომ რასაც არ უნდა ცდილობდეს NBA, ეს უბრალოდ არ მუშაობს. რეპტორსის მცველმა ნორმან პაუელმა აღნიშნა, რომ ბოიკოტი პროტესტის ერთ-ერთი სავარაუდო გაგრძელებაა.
კომენტარები