Thumbnail

არიენ რობენის პირველი გოლი ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

არიენ რობენი დიდ ფეხბურთში ტყუილად არ დაბრუნებულა!

36 წლის ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი გრონინგენში თამაშობს და ახლა ‘დიდ სცენაზე’ დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი გოლიც გაიტანა!

რობენმა ეს ბილეფელდის არმინიასთან ტესტ-მატჩში გააკეთა - ვეტერანმა ნიდერლანდელმა მატჩის მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა. 

ნახეთ რობენის გოლი და თქვენც დარწმუნდებით: უკვე ცხადია, რომ კიდევ ბევრს გაიტანს.

ასე გაუტანა რობენმა არმინიას

ჰოლანდიის ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენმა არიენ რობენმა ფეხბურთში დაბრუნება ივნისის ბოლოს დაადასტურა. 2020-2021 წლების სეზონში ის გრონინგენში ითამაშებს, რომელიც მისთვის პირველი პროფესიონალური კლუბი იყო. რობენი ყოველთვის ამბობდა, რომ კარიერის დასრულებამდე მშობლიურ კლუბში ერთ სეზონს მაინც ითამაშებდა. რობენს ჰოლანდიის ნაკრებში 134 მატჩი აქვს ჩატარებული. ის ჩელსის, რეალის, ბაიერნისა და პსვ-ს ღირსებას იცავდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები