- ტორონტო რეპტორსი 89:111 ბოსტონ სელტიკსი
- სელტიკსმა სამაგალითო დაცვა ითამაშა
- კავაიმ და პოლ ჯორჯმა დენვერთან ბევრი რამ დაამტკიცეს - კლიპერსი დაწინაურდა
ბოსტონ სელტიკსმა დაცვაში ბრწყინვალე თამაშით ტორონტო რეპტორსს მეხუთე თამაში მოუგო და სერიაში 3:2 დაწინაურდა. 111:89 ანგარიშით მოგებულ მატჩში ბოსტონელები გუნდური თამაშით დომინირებდნენ და ამის საუკეთესი მაგალითი აჩვენეს.
ის, რაც სელტიკსმა ამ შეხვედრაში გააკეთა, მართლაც სამაგალითოა. შთამბეჭდავი დაცვით მათ მოქმედ ჩემპიონს ბევრი აღარაფერი გააბედვინეს. ჯეილენ ბრაუნი 27 ქულით საუკეთესო იყო, ჯეისონ ტეიტუმმა კი 10 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. კემბა უოკერმა 21 ქულა და 7 პასი დააგროვა. დანიელ თაისი დაცვაში კარგი იყო (8 მოხსნა, 2 დაფარება) და 15 ქულაც ჩააგდო. მარკუს სმარტს საუკეთესო პლუს/მინუს რეიტინგი (+25) ჰქონდა.

ტორონტომ თავის გულშემატკივრებს იმედები განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაუცრუა. მეორე ნახევარში რეპტორსმა თამაში კი გამოასწორა, მაგრამ ბოსტონისთვის რეალური პრობლემა აღარ შეუქმნია. ჩემპიონიდან ყველაზე მეტი, 18 ქულა ფრედ ვანვლიტმა ჩააგდო.
“ძალიან აქტიურები ვიყავით. შევეცადეთ, ხისტად გვეთამაშა - იმდენად, რამდენადაც ეს შეგვიძლია. ამ თამაშის მოგება ძალიან გვინდოდა, რაც პირველივე წუთიდან გვეტყობოდა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ბოსტონის მთავარმა მწვრთნელმა ბრედ სტივენსმა.
მატჩის მიმოხილვა
კომენტარები