Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები კიდევ 6 ქალაქში გაიმართა, რომელთაგანაც ოთხში საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სამში კი სულაც პენალტების სერიამ გადაწყვიტა ფინალის საგზურის მფლობელთა ვინაობა. 

ყველაზე საინტერესო წყვილი ოსლოში თამაშობდა, სადაც ახალგაზრდული ნორვეგიის ნაკრები, რომელსაც გუნდში ბევრი ტალანტი ჰყავს (მაგალითად, ედეგორი, ჰაალანდი, ბერგი) 1:2 დამარცხდა სერბეთის ნაკრებთან. ლაციოს ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი მე-80 წუთამდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. შემდეგ გამოვიდა და სერბეთი დააწინაურა, თუმცა თამაში მაინც დამატებით დროში გადავიდა, სადაც პენალტებამდე აღარ მისულა, ტადიჩის პასს ისევ მილინკოვიჩ-სავიჩი გამოეხმაურა.

სერბეთი ფინალშია და შინ შოტლანდიას მასპინძლობს, რომელმაც მხოლოდ პენალტების სერიაში დაამარცხა ისრაელი. ისრაელის ნაკრები ლიდერმა დააღალატა - ერან ზაჰავის პენალტი მარშალმა მოიგერია. 

ირლანდიის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ირლანდიის ნაკრები შინ რჩება, რადგან სლოვაკეთთან სტუმრად წააგო პენალტების სერიაში, სამაგიეროდ, კარგად ურტყეს პენალტები ჩრდილო ირლანდიელებმა და მათ ბოსნიის ნაკრები დაიფრინეს. ფინალში შედარებით იოლად გავიდა უნგრეთის ნაკრები, რომელიც ისლანდიას ხვდება.

ევრო 2020-ის პლეი ოფი. 1/2 ფინალები

A გზა

ბულგარეთი 1:3 უნგრეთი

გოლები: 0:1 ორბანი (17), კალმარი (47), 0:3 ნიკოლიჩი (75), 1:3 იომოვი (89)

ბულგარეთი (4-2-3-1): ივანოვი - სისინიო, ტერზიევი, ბოჟიკოვი, ნედიალკოვი - მალინოვი, კარაბელოვი - კარაგერენი (58. დესპოდოვი), ნედელევი (80. იანკოვი), ივანოვი (31. იომოვი) - კრაევი (79. ისა) 

უნგრეთი (3-5-2): გულაში - ორბანი, ლანგი, სალაი - ფიოლა (82. ბოტკა), სიგერი, ნადი (82. გაზდაგი), კალმარი (70. ჰანგია), ჰოლენდერი (70. ნედო) - სალაი (59. ნიკოლიჩი), შალაი 

ისლანდია 2:1 რუმინეთი

გოლები: 1:0 სიგურდსონი (16), 2:0 სიგურდსონი (35), 2:1 მაქსიმი (63), 

ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - პალსონი, სიგურდსონი, არნასონი (86. ინგასონი), მაგნუსონი - ტრაუსტასონი, გუნარსონი, ბიარნასონი, გუდმუნდსონი (83. სიგურიონსონი) - სიგურდსონი, ფინბოგასონი (75. სიგტორსონი)  

რუმინეთი (4-3-3): ტატარუშანო - მანეა, ბალასა, ბურკა, კამორა - სტანჩუ (87. ოკალდაუ), კრეტუ, მაქსიმი (80. კესერუ) - დეაკი (46. იანჩუ), ალიბეკი (46. პუშკაში), მიტრიცა (46. ჰაგი) 

B გზა

სლოვაკეთი 0:0 (4:2 პენ) ირლანდია

სლოვაკეთი (4-3-3): როდაკი - პეკარიკი, ვავრო (112. გიომბერი), ვალიენტი, მაზანი - კუცკა (86. გრეგუში), ჰროშოვსკი, ჰამშიკი - რუსნაკი (86. მაკი), დუდა (107. ბოჟენიკი), მიჰალიკი (73. ჰარასლინი)  

ირლანდია (4-3-3): რენდოლფი - დოჰერტი, ეგანი, დაფი, სტივენსი - მაკარტი (61. ბრაუნი), ჰურიჰანე, ჰენდრიკი - რობინსონი (99. ო'დოვდა), მაკგოლდრიკი (112. ლონგი), მაკლინი (60. ბრეიდი)  

ბოსნია 1:1 (3:4 პენ) ჩრ. ირლანდია

გოლები: 1:0 კრუნიჩი (14), 1:1 მაკგინი (53)

ბოსნია (4-3-3): შეჰიჩი - ციპეტიჩი, აჰმედჰოჯიჩი, სანიჩანინი, კოლაშინაცი (118. ჰაირადინოვიჩი) - ციმიროტი (106. ლონცარი), ჰაჯიაჰმეტოვიჩი (83. გოიაკი), პიანიჩი - ვიშჩა, ჯეკო, კრუნიჩი (88. ჰოტიჩი) 

ჩრდილოეთ ირლანდია (3-5-2): პიკოკი - მაკნირი (90+3 თომპსონი), კეტკარტი, ევანსი - დალასი, ევანსი (73. უაითი), დევისი, სევილი, ლუისი - მაკგინი (82. ჯონსი), მაგენისი (90+3. ლაფერტი)   

C გზა

ნორვეგია 1:2 (დ.დ) სერბეთი

გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (82), 1:1 ნორმანი (88), 1:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (102)

ნორვეგია (4-4-2): იარსტეინი - ელაბდელაუი (116. ტორსბი), რეგინიუსენი (91. სტანდბერგი), აიერი, ალეესამი (106. ლინესი) - ედეგორი (11. ელიუნუსი), ბერგი, ჰენრიკსენი (46. ნორმანი), იოჰანსენი (66. კინგი) - სორლოტი, ჰაალანდი  

სერბეთი (3-5-2): რაიკოვიჩი - მილენკოვიჩი, მიტროვიჩი, კოლაროვი - რისტიჩი, მასკიმოვიჩი (80. მილოვიევიჩი), ტადიჩი (119. ლუკიჩი), გუდელი, ლაზოვიჩი (106. გაჩინოვიჩი) - ძიურიჩი (80. მილინკოვიჩ-სავიჩი), მიტროვიჩი

შოტლანდია 0:0 (5:3) ისრაელი

შოტლანდია (4-3-3): მარშალი - ო'დონელი (113. მაკლინი), გალაგერი, კუპერი, რობერტსონი - მაკტომინეი, ჯეკი (83. ფრეიზერი) - დაიკსი (91. პეტერსონი), მაკბერნი (73. შენკლენდი), მაკგრეგორი  

ისრაელი (5-3-2): მარსიანო - დასა, იეინი, აბდ ელჰამედი, ტიბი, გოლასა (100. ელმკისი) - ნატხო (69. აბუ ფანი), სოლომონი, ბიტონი - ზაჰავი, დაბური (83. ვაისმანი)  

ფინალები

12 ნოემბერი

უნგრეთი-ისლანდია

ჩრ. ირლანდია-სლოვაკეთი

სერბეთი-შოტლანდია

კომენტარები

ბოლო ამბები