Thumbnail

ქალთა ევროპის თასის მე-2 შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში კოსოვოს ისტოგუმ სტუმრად 26:21 დაამარცხა ვუშტრია და თუ 17 ოქტომბერს შინ ამ უპირატესობას შეინარჩუნებს, ევროპის თასის 1/16 ფინალში გავა. ისტოგუს შემადგენლობაში 3 გოლით გამოირჩა 22 წლის ქართველი ხელბურთელი ქეთევან (ქეთა) ვენეცკი. 

კოსოვური დერბი 1/16 ფინალის საგზურისთვის

ვენეცკი საქართველოს ნაკრების წევრია, ის 2018 წლიდან თამაშობს ისტოგუში. შარშან მან ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და წელიწადზე მეტი მკურნალობდა. ის გაზაფხულზე დაბრუნდა კოსოვოში, მაგრამ პანდემიის გამო, ჩემპიონატი შეწყდა. 

ქეთა ვენეცკი

ქეთა ვენეცკი

ქეთა ვენეცკი

ქეთა ვენეცკი

ქეთა ვენეცკი

სხვათა შორის, ევროპის თასის 1/16 ფინალში უკვე არის მედია ჩოხელის კუმანოვო (მაკედონია). ევროთასებზე კიდევ ორი ქართველი ხელბურთელი გამოდის - ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა გიორგი ცხოვრებაძე (მონპელიე), ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცამ კი ასპარეზობა პლეი ოფში დაასრულა, როცა ლისაბონის სპორტინგთან დამარცხდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები