Thumbnail

გავიხსენოთ ფლოიდი V დე ლა ჰოია - ბრძოლა, რომელსაც მთელი სამყარო ელოდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჩხუბი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა
  • ბრძოლის შემდეგ, ფლოიდ 'ლამაზი ბიჭი' მეივეზერი, ფლოიდ 'მანი' მეივეზერი გახდა

2007 წლის 5 მაისს, ლას-ვეგასში მსოფლიო კრივის 2 ლეგენდა ერთმანეთს დაუპირისპირდა. უკვე ასაკოვანმა მექსიკელმა, ოსკარ დე ლა ჰოიამ - ფორმის პიკში მყოფ ფლოიდ მეივეზერთან იჩხუბა.

ოსკარ "ოქროს ბიჭი" დე ლა ჰოია

ამ ბრძოლის შემდეგ, ფლოიდ "ლამაზი ბიჭი" მეივეზერი, ფლოიდ "მანი" მეივეზერი გახდა. რინგზე დე ლა ჰოიას გასაბრაზებლად სომბრეროთი და მექსიკის დროშის ფერებში გამოწყობილი შორტით ავიდა, შემდეგ ეს ჟესტი მექსიკის კულტურულ კვირეულში ჩართულობით ახსნა.

ბრძოლა დე ლა ჰოიას აქტიურობით მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ყველგან, ფლოიდი აქაც ცოტას, მაგრამ ზუსტად ურტყამდა. შედეგად, მატჩის ბოლოს მსაჯების გადაწყვეტილება გაიყო. 

ჯერი როტმა და ჩაკ ჯიამპამ გადაწყვეტილება ფლოიდ მეივეზერი უმცროსის სასარგებლოდ მიიღეს; ხოლო ტომ კაჟმარეკმა მხარი "ოქროს ბიჭს" ოსკარ დე ლა ჰოიას დაუჭირა.

"მე მიყვარს კრივი" - ამ სიტყვებით გავიდა რინგიდან პუბლიკის ფავორიტი დე ლა ჰოია. ხოლო, HBO-ს ლეგენდარულმა წამყვანმა - ლარი მერჩანტმა მეივეზერს ჰკითხა "შენ ამბობდი, რომ სასაკლაოს მოაწყობდი? სად წავიდა შენი დაპირება?"

მეივეზერმა ამ კითხვaს, ბრტყელი, მშრალი ფრაზებით უპასუხა და საბოლოოდ, მერჩანტმა მასთან საუბარი ასე დაასრულა "არავინ ურტყამს შენზე ზუსტად. გილოცავ..."

ოსკარ დე ლა ჰოია: "ფლოიდს ფორმის პიკში არავისთან უჩხუბია - მე უკვე ბებერი ვიყავი, ასევე პაკიაოც; კანელო და სხვები, ვისაც მოუგო, დამწყები - გამოუცდელები იყვნენ."

კომენტარები

ბოლო ამბები