Thumbnail

კიმპემბეს ხაბიბის სკანდალური პოსტის მოწონება შეიძლება ძვირად დაუჯდეს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • პრენსელ კიმპემბემ ხაბიბ ნურმაგომედოვის პოსტი მოიწონა
  • ხაბიბი მაკრონს ფრანგი მუსლიმების 'შევიწროვების' გამო ანგარიშსწორებით ემუქრება
  • მემარჯვენე პოლიტიკოსები კიმპემბეს ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვენ

საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, რომლებიც რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, დისკუსია არ წყდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ფრანგულ საზოგადოებაში ისლამური რადიკალური იდეების გავრცელებას. მისმა განცხადებებმა საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმების განაწყენება გამოიწვია, რომელთაც მიიჩნიეს, რომ მაკრონი ფრანგულ მუსლიმურ უმცირესობას ცუდად ექცევა.

ამ დავაში რამდენიმე დღის წინ ჩაერთო ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ფრანგი მუსლიმების დაცვა მისი საქმეა. ხაბიბმა მაკრონი გააკრიტიკა. მის პოსტში ირიბად ძალადობისკენ მოწოდებაც იყო: 'დაე ალაჰმა დასაჯოს ყველა, ვინც მისი წინასწარმეტყველის, მუჰამედის ღირსებას შეურაცხყოფს.' ამავე პოსტში მაკრონის სახის დამახინჯებაზეც იყო საუბარი.

კიმპემბე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონია

მოულოდნელად, ხაბიბის პოსტი მოიწონა პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების მცველმა პრესნელ კიმპემბემ. საფრანგეთში ამას მაშინვე დიდი დისკუსიები მოჰყვა. კიმპემბემ თავი იმით გაიმართლა, რომ მან რუსული ენა არ იცის და პოსტი შეცდომით მოიწონა - ისე, რომ მისი მნიშვნელობა ბოლომდე ვერც გაიაზრა. მას ბევრმა არ დაუჯერა. განსაკუთრებით მწვავედ ის მემარჯვენე გაერთიანების ლიდერებმა გააკრიტიკეს, რომელთაც კიმპემბეს ნაკრებიდან მოკვეთაც მოითხოვეს.

ჟორდან ბარდელა ('ნაციონალური გაერთიანების' ვიცე-პრეზიდენტი): "რუსული არ იცოდა?! ეს ოფიციალური პასუხია? იდიოტები ვგონივართ?! ის საფრანგეთის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს. ინსტაგრამზე ჯიჰადიზმის მხარდაჭერას ვერ დავუშვებთ."

საფრანგეთის ნაკრებში კიმპემბეს გარდა რამდენიმე მუსლიმური აღმსარებლობის ფეხბურთელი თამაშობს - პოლ პოგბა, ნგოლო კანტე და ნაკრებიდან მოკვეთილი ქარიმ ბენზემა.

წაიკითხეხაბიბი ემანუელ მაკრონზე: დაე უზენაესმა დაამახინჯოს ამ სატანის სახე

 

კომენტარები

ბოლო ამბები