- ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი IWAS-მა გამოარჩია
- პარასპორტსმენებს 2021 წელს დააჯილდოვებენ
ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (IWAS) 2019 წლის 18 საუკეთესო ათლეტი დაასახელა.
ქალთა შორის B კატეგორიის მოხმალავეთა შორის წლის საუკეთესო მოფარიკავედ ირმა ხეცურიანი დასახელდა, მან 165 ქულა მოაგროვა.
ხმლით მოფარიკავეთა 23-წლამდელთა კატეგორიაში კი საუკეთესო ნინა თიბილაშვილი გახდა (80 ქულა). სულ IWAS-ის რჩეულები 9 ქვეყნის წარმომადგენლები გახდნენ.
როგორც წესი, წინა წლის საუკეთესო სპორტსმენებს ივლისში ასახელებენ მსოფლიოს თასის მიმდინარეობისას, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ივლისის მსოფლიოს თასი შეიწირა. გამარჯვებულები პრიზებს 2021 წელს მიიღებენ.
კომენტარები