Thumbnail
  • პანათინაიკოსი 83:89 ცსკა
  • თორნიკე შენგელიას 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ სტუმრად პანათინაიკოსი დაამარცხა. რუსულმა კლუბმა მეტოქეს 6 ქულით აჯობა, 89:83.

ქართველმა ფორვარდმა მატჩში 15:48 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულას, 4 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. თორნიკემ 4-დან 2-ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ 2 სამქულიანიც ისროლა, თუმცა ვერცერთი გამოიყენა.

ცსკა-ს 4 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა. რუსული კლუბი გათამაშების მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდს, ბასკონიას მასპინძლობს. ცსკა-სა და ბასკონიას მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები