Thumbnail

სენსაციური ფინალი - საქართველოს თასისთვის ლიგა 2-ის გუნდები იბრძოლებენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გაგრა 0:0 (პენ: 4:2) საბურთალო | სამგურალი 2:0 ჩიხურა
  • გაგრამ საბურთალო პენალტების სერიაში დაამარცხა
  • სამგურალი საქართველოს თასის ფინალს 21 წლის შემდეგ დაუბრუნდა

საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტები გაირკვა. ფინალი ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებით დაკომპლექტდა: გაგრა სატიტულე შეხვედრაში წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდება.

გაგრამ ნახევარფინალში თბილისის საბურთალოს დამარცხება შეძლო. შეხვედრის ძირითადმა და დამატებითმა დრომ უგოლოდ ჩაიარა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც გაგა კირკიტაძის გუნდმა 5-დან 4 პენალტი გაიტანა, ხოლო საბურთალოელების რიგებში დარტყმები გაგი მარგველაშვილსა და თეიმურაზ გაბუნიას გაუცუდდათ. მარგველაშვილს გაგრას მეკარე დავით კერესელიძემ აჯობა და მატჩის გმირი გახდა. ეს კლუბი მესამედ გავიდა საქართველოს თასის ფინალში - 2011 წელს გაგრამ დამატებით დროში ტორპედოს მოუგო (1:0) და ტიტულს დაეუფლა, ხოლო ორი წლის წინ იმავე ტორპედოსთან (2:2) პენალტების სერიაში მარცხი განიცადა (2:4).

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში წყალტუბოს სამგურალმა საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. იმერულმა გუნდმა პაპუნა ფონიავას გოლით პირველი ტაიმი მოიგო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე სერგო კუხიანიძემ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სამგურალი ისტორიაში მეორედ გავიდა საქართველოს თასის ფინალში. პირველად ეს წყალტუბოელებმა 1998-1999 წლების სეზონში შეძლეს და მაშინ ქუთაისის ტორპედოსთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადეს.

ამგვარად, საქართველოს თასისთვის გაგრა და წყალტუბოს სამგურალი დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული გუნდი არამარტო ტიტულს მოიგებს, არამედ 2021 წლის ზაფხულში ევრპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშებს.

გაგრა 0:0 (პენ: 4:2) საბურთალო

გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჯაფარიძე, ჩადუნელი, ნოზაძე, კაკიაშვილი, ხაბელაშვილი (116. ოქროპირიძე), ქობულაძე (120. სანაშვილი), სულთანიშვილი, მაქაცარია (88. ვეკუა), ლაღაძე (75. ერგემლიძე)

საბურთალო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნაზარე, გრიგალაშვილი, ბუმალი (113. გაბუნია), ქავთარაძე, ცნობილაძე, გულიაშვილი (80. მაჭარაძე), ჭიჭინაძე, ტერა (73. ტაბატაძე), ალთუნაშვილი (57. ქავთარაძე)

📺 სფფ-ს ვიდეო

სამგურალი 2:0 ჩიხურა

გოლები: 1:0 ფონიავა (29), 2:0 კუხიანიძე (90)

სამგურალი: მეშველიანი, პატარკაციშვილი, ტურე, კუხიანიძე (90. რაჟამაშვილი), გაზდელიანი, ფონიავა (75, ბრეგვაძე), ჩიხლაძე, ქურდაძე, დოლიძე (66. ახვლედიანი), კიკაბიძე, რაზმაძე

ჩიხურა: ზარქუა, კამლაძე (61. ბუხაიძე, კაშია, ჯაფიაშვილი, დეკანოიძე, კახაბრიშვილი, მისტულოვი (71. კიკაბიძე), კორიფაძე, ჯავაშვილი, ბერეზოვი (57. წიქარიძე), ბასტრონი

📺 სფფ-ს ვიდეო

კომენტარები

ბოლო ამბები