Thumbnail

ტოჩინოშინმა მე-2 ორთაბრძოლაც წააგო - მას იაპონელმა იორიკირით აჯობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტი ნოემბრის ბაშოზე პირველი მოგების მოლოდინშია
  • ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე მე-5 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაწყებული წლის დასკვნითი სუპერტურნირი სუმოში ქართველი ტოჩინოშინისთვის წარუმატებლად მიდინარეობს.

დღეს, ნოემბრის ბაშოზე მე-2 დღის ორთაბრძოლები მიილია და ლევან გორგაძე, რომელიც შეჯიბრს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ჯერაც პირველი მოგების მოლოდინშია.

ქართველი სეკიტორი ამჯერად აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯის გაეჯიბრა და მართალია, შერკინების დასაწყისში მისი დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, საბოლოო მიძალების განხორციელება ვეღარ მოახერხა. 33 წლის იაპონელმა კონტრიერიში წამოიწყო და თანატოლი ქართველი იორიკირით დაამარცხა.

ტოკიოს ბაშოს მე-3 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-5 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება, რომელსაც გორგაძე ერთხელ შეხვედრია და ჰატაკიკომით ჰყავს დამარცხებული.

📺 ტოჩინოშინი V ტაკარაფუჯი

კომენტარები

ბოლო ამბები