Thumbnail

ბრძოლა დაიგეგმა - კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე ბრუნდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს რემატჩი შეთანხმდა
  • ისინი 23 იანვარს იბრძოლებენ

UFC-მ ოფიციალურად დაადასტურა ბრძოლა ორ წონით კატეგორიაში ლიგის ექს-ჩემპიონ კონორ მაკგრეგორსა და მსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონ დასტინ პორიეს შორის. ამის შესახებ MMA Fighting იუწყება. ბრძოლა 23 იანვარს UFC 257-ე საღამოზე გაიმართება.

კონორ მაკგრეგორისთვის ეს პირველი ბრძოლა იქნება ბოლო ერთ წელიწადში, ირლანდიელი ბოლოს ოქტაგონზე 2020 წლის იანვარში გავიდა და დონალდ სერონე წუთზე ნაკლებ დროში დაამარცხა, შემდეგ კი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

პორიეს რაც შეეხება, მან 2020 წლის ივნისში იბრძლა და დენ ჰუკერს აჯობა. დასტინ პორიესა და მაკგრეგორს შორის ეს მე-2 ბრძოლა იქნება. ისინი პირველად ერთმანეთს 2014 წელს დაუპირისპირდნენ და კონორმა პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები