Thumbnail
  • რომას ნახევარმცველი საქართველო-სომხეთის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს
  • სომხეთის ნაკრების კაპიტანს იტალიის დატოვების უფლება პანდემიის გამო არ აქვს 

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქე სომხეთის ნაკრებს სერიოზული დანაკლისი აქვს. მომავალ მატჩებში გუნდს კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი ვერ დაეხმარება, რისი მიზეზიც COVID-19-ია. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მას შემდეგ რომაში ჩატარებულ ტესტირებაზე ერთ-ერთ ფეხბურთელს დადებითი პასუხი მიუვიდა, იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა რომის ჯანდაცვის რეგიონალური სისტემის მიერ მიღებული ახალი კანონით იხელმძღვანელა და საკარანტინე პერიოდის დასრულებამდე, უეფას ეგიდით გასამართ ღონისძიებაში თავისი ფეხბურთელის მონაწილეობაზე უარით თქვა. რეგულაციის თანახმად, ფეხბურთელები კლუბის ბაზაზე არიან იზოლირებულნი და იტალიის დატოვების უფლება არ აქვთ.

სომეხმა ფეხბურთელმა სერია A-ს ბოლო ტურში ჰეთ თრიქი შეასრულა

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ჰენრიხ მხითარიანს ძალიან სურდა ეროვნული ნაკრების დახმარება ორ უახლოეს მატჩში და სომხური მხარე რომასგან გამონაკლისის დაშვებას ითხოვდა, მაგრამ პასუხი უარყოფითი მიიღო. 

სომხეთი-საქართველოს მატჩში (2:2) მხითარიანმა პენალტი გაიტანა
📸 GFF 

სომხეთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში მომავალ მატჩებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან ჩაატარებს. ხოაკინ კაპაროსის გუნდი თბილისში 15 ნოემბერს ითამაშებს, 18-ში კი ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება. 

გასული 4 ტურის შემდეგ, საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონიას 6-6 ქულა აქვთ. 5 ქულით მესამე ადგილზე სომხეთის ნაკრებია, მეოთხეზე კი - ესტონეთი (2).

კომენტარები

ბოლო ამბები