Thumbnail

თორნიკე მატარაძე და გურამ პაპიძე ლიონიდან ნევერში გადავიდნენ - ერთწლიანი იჯარა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი მორაგბეების ერთწლიანი იჯარა PRO D2-ის კლუბში.
  • მატარაძესა და პაპიძეს მეტი სათამაშო დრო ექნებათ.

ქართველი მორაგბეები თორნიკე მატარაძე და გურამ პაპიძე PRO D2-ის კლუბ ნევერში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებენ. ახალგაზრდა მორაგბეებს TOP 14-ის კლუბ ლიონთან აქვთ კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა იქ, ძირითად გუნდში, თამაში იშვიათად უწევთ. მატარაძემ და პაპიძემ ამ სეზონში ძირითად გუნდში მხოლოდ სამჯერ ითამაშეს.

ნევერმა PRO D2-ის სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. კლუბს ქართველი მორაგბეები წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ თორნიკე მატარაძეს ბორჯღალოსანთა რიგებში უკვე 5 მატჩი აქვს გამართული. ორივე მორაგბემ თავი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა, საიდანაც ფრანგული ლიონის ყურადღებაც დაიმსახურეს. იმედია, ორივე ქართველს მომავალ სეზონში სათამაშო დრო ექნება, რათა მათი განვითარება არ შეფერხდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები