Thumbnail

გამარჯვება 50 კგ-ით მსუბუქ მეტოქესთან - ტოჩინოშინი თანაბარ ბალანსზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა მეტოქე ჰაერში რამდენჯერმა აიტაცა
  • 33 წლის ტოჩინოშინს 3 მოგება და 3 მარცხი აქვს

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა 33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის სუპერტურნირის მე-6 დღეს მე-3 გამარჯვება იზეიმა და თანაბარ ბალანსზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს კი, 28 წლის დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდა. ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. ქართველმა სეკიტორმა 50 კგ-ით მსუბუქი მეტოქე ჰაერში რამდენჯერმე ასწია, კონტრიერიშსაც თავი აარიდა და ბოლოს იაპონელს უვატენაგეთი აჯობა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსაც ქართველი სეკიტორი არაერთხელ შეხვედრია და მინიმალური უპირატესობა აქვს – 7 მოგება, 6 მარცხი.

📺 ტოჩინოშინი V კოტოეკო

კომენტარები

ბოლო ამბები