- ნორვეგიის ნაკრები ავსტრიაში მაინც გაემგზავრება
- სკანდინავიელები ფეხბურთელებს აგროვებენ
- ერთ-ერთი გამოძახებული ფეხბურთელის რეაქცია ტვიტერზე
- არამარტო ჰაალანდი! ნორვეგია ავსტრიაში SOS-შემადგენლობით მიდის
რაკი ყველა გამოძახებული ფეხბურთელი კარანტინში გადაიყვანეს, ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მოთამაშეებს აგროვებს და ოთხშაბათს, ავსტრიაში SOS-შემადგენლობით უნდა ითამაშოს.
ნორვეგიელებმა ფაქტობრივად სრულიად ახალი ნაკრები უნდა შეკრან, რათა ავსტრიაში დაგეგმილი მატჩი ჩატარდეს. ეს შეხვედრა სკანდინავიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გუნდში კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული მატჩი რუმინეთში ალბათ წაგებულად ჩაითვლება, ნორვეგიის ნაკრებს ერთა ლიგის B დივიზიონში თავისი ჯგუფის მოგების შანსი აქვს.
ერთ-ერთი უცნობი ფეხბურთელი, რომელიც ნორვეგიის ნაკრებში გამოიძახეს, რუბენ გაბრიელსენია. ეს უკანასკნელი საფრანგეთის ლიგა 2-ში, ტულუზში თამაშობს. გაბრიელსენი მხსნელის რანგში თავს საკმაოდ კარგად გრძნობს, რაც მის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით დასტურდება.
კომენტარები