Thumbnail
  • ურუგვაის ნაკრებში COVID 19-ის 3 შემთხვევა გამოვლინდა
  • ლუის სუარესი მადრიდის ატლეტიკოსაც ძალიან დააკლდება

ურუგვაის ნაკრებისა და მადრიდის ატლეტიკოს 33 წლის ვარსკვლავი ლუის სუარესი კორონავირუსით დაინფიცირდა. ვეტერანი ფეხბურთელი ეროვნული გუნდის რიგებში გახლდათ და ბრაზილიასთან 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის ემზადებოდა, როდესაც ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ინფიცირებულია სერო პორტენიოს მეკარე როდრიგო მუნიოსი და ასევე ნაკრების პერსონალის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ცხადია, სუარესის ამბავი ძალიან ცუდია ატლეტიკოსთვისაც, რომელსაც ლა ლიგაში ბარსელონასთან მატჩი ელის. წინასწარი ინფორმაციით, ურუგვაელი ფორვარდი ასევე გამოტოვებს შეხვედრას ვალენსიასთან და ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ლოკომოტივთან დაპირისპირებასაც.

კომენტარები

ბოლო ამბები