Thumbnail

ტოჩინოშინი თანაბარ ბალანსზეა - წინ 3 გადამწყვეტი ორთაბრძოლაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 33 წლის ქართველი სუმოისტის მაჩვენებელი 6-6 მოგება-წაგებაა
  • ტოჩინოშინს კაჩი-კოშისთვის 2 ორთაბრძოლაში გამარჯვება მართებს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის შიკონათია ცნობილია, ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის სუპერტურნირზე მე-6 მარცხი განიცადა და შეჯიბრის დასრულებამდე 3 დღით ადრე, თანაბარ ბალანსზე გავიდა.

აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი დღეს აღმოსავლეთისვე მე-4 მაეგაშირა ჰოკუტოფუკის გაეჯიბრა და იორიკირით დამარცხდა. 33 წლის ქართველ სეკიტორს 28 წლის მონღოლი დოჰიოს კიდესთან ჰყავდა მიყვანილი, თუმცა, კონტრიერიში გაეპარა და ტავარას მიღმა აღმოჩნდა.

როგორც აღვნიშნეთ, ტოჩინოშინს 6-6 მოგება-წაგება აქვს და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად, დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან ორის მოგება მაინც მართებს.

ნოემბრის ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 8:7-ს უგებს.

ამ დროისთვის, ტოკიოს სუპერტურნირს 11 მოგებით ოძეკი ტაკაკეიშო და მე-17 მაეგაშირა შიმანოუმი ლიდერობენ.

📺 ჰოკუტოფუჯი V ტოჩინოშინი

კომენტარები

ბოლო ამბები