Thumbnail
  • რივალდომ ლიონელ მესიზე ილაპარაკა
  • ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ ბარსა არგენტინელს ვერ შეინარჩუნებს

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო ფიქრობს, რომ ლიონელ მესი ბარსელონაში ბოლო სეზონს ატარებს. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, რომ კლუბის ახალ ხელმძღვანელობას ძალიან გაუჭირდება არგენტინელის გუნდში დარჩენაზე დაყოლიება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ატლეტიკო
  • ფრე
  • ბარსელონა

"ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაარწმუნოს ახალმა საბჭომ გუნდში დარჩენაზე, რადგან ბარსას ბევრი რესურსი არ აქვს მის შესანარჩუნებლად. მესის სხვა გუნდებისგან უკეთესი და ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზებები ექნება. თუ ამას დავუმატებთ, რომ ბარსელონას ხელფასების შემცირება მოუწევს და მესის წასვლა გასული სეზონის ბოლოსაც სურდა, სიტუაცია უფრო რთულდება.

მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმომიდგენია მისი დარჩენა, თუ ჩემპიონთა ლიგას ან ლა ლიგას მოიგებენ, ან რონალდ კუმანი მოახერხებს გუნდის შექმნას, რომელიც კარგ ფეხბურთს ითამაშებს. ეს ერთადერთი გზაა, რომ მესიმ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებით ვამბობ, რომ ვშიშობ, ეს მისი ბოლო სეზონი იქნება ბარსელონაში და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა", - თქვა რივალდომ.

ლიონელ მესის ბარსელონას გარდა სხვა კლუბში არასდროს უთამაშია. "ბლაუგრანაში" მან 2004 წლიდან 741 თამაში ჩაატარა და 640 გოლი გაიტანა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და თუ მას არ გაახანგრძლივებს, კლუბის დატოვებას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები