Thumbnail

საქართველოს თასის ფინალი გადაიდო - მიზეზი ისევ კორონავირუსია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ერთ-ერთ ფინალისტში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
  • ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის ჩატარების ახალი თარიღიც გამოაცხადა

საქართველოს თასის ფინალი გადაიდო. წყალტუბოს სამგურალისა და გაგრას შეხვედრა 25 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ფინალის მონაწილე ერთ-ერთ გუნდში კორონავირუსის მრავალი შემთხვევის გამო, მატჩი მოგვიანებით ჩატარდება.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, თასის ფინალი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება და შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის ორი წარმომადგენელი ითამაშებს, რაც ისტორიაში პირველად მოხდება. სამგურალი მეორედ გავიდა საქართველოს თასის ფინალში, ხოლო გაგრამ იგივე თავის ისტორიაში მესამედ გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები