Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე ვარსკვლავი ვერ ითამაშებს
  • ყველაზე ძვირფასი მათ შორის 90 მილიონი ევრო ღირს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა და ამის გამო ყველას გული დაგვწყდა. ქართველი ფეხბურთელებიდან ახლა ყველაზე ძვირადღირებულები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე არიან - 'ტრანსფერმარკტი' პირველს 7,5 მილიონ ევროდ აფასებს, მეორეს კი - 6 მილიონად. საინტერესოა, ვინ არიან ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე ვერ იასპარეზებენ? ეს TOP 10 SunSport-მა სწორედ Transfermarkt-ის მიხედვით შეადგინა.

იან ობლაკი (სლოვენია, 90 მილიონი)

იან ობლაკს რომ მაღალი დონის ნაკრებში ეთამაშა (ესპანეთი, ინგლისი და სხვა), იგი სანაკრებო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კიპერი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიის ნაკრებშიც მაღალ დონეზე ასპარეზობს, ეს მისი ეროვნული გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და სლოვენია ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა. წლების განმავლობაში, ობლაკი ნაკრებში სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელი იყო, ახლა კი ეროვნულ გუნდში პირველი მეკარეა.

ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია, 80 მილიონი)

ჰაალანდს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში სულ 7 შეხვედრა აქვს გამართული და თავი 6 გოლით გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელებს კარგი გუნდი ჰყავდათ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხეს. ნორვეგიელები ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში სერბებმა დამატებით დროში დაამარცხეს და ტურნირის მიღმა დატოვეს. ერლინგი ჯერ 20 წლისაა და კიდევ დიდი დრო აქვს, რომ ნაკრებთან ერთად ბევრ წარმატებას მიაღწიოს.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (სერბეთი, 65 მილიონი)

ნორვეგიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში სერბები შოტლანდიელებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ნაკრების ვინაობის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო, სადაც სერბები დამარცხდნენ. ლაციოს 25 წლის ნახევარმცველი კი ტურნირის მიღმა დარჩა. იგი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა სერბებს საბოლოო მიზნამდე ცოტა დააკლდათ.

მირალემ პიანიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, 50 მილიონი)

ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ მირალემ პიანიჩი ლუქსემბურგის ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავდა, 2008 წელს კი იგი ბოსნიას შეუერთდა (ქვეყანას, სადაც დაიბადა). ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ბოსნია ჩრდილოეთ ირლანდიამ დაამარცხა და პიანიჩი კონტინენტის პირველობის გარეშე დარჩა.

მარტინ ოდეგორი (ნორვეგია, 45 მილიონი)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნორვეგიელებს კარგი ნაკრები ჰყავთ. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გვეხილა. ჰაალანთან ერთად, სკანდინავიელების ერთ-ერთი ლიდერი მარტინ ოდეგორია.

ფილიპ კოსტიჩი (სერბეთი, 32 მილიონი)

სერბების პლეი ოფშi წარუმატებლობაზე უკვე ვთქვით. კიდევ ერთი სერბი ვარსკვლავი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს, ფილიპ კოსტიჩია. კოსტიჩი ბუნდესლიგაში სტაბილურად თამაშობს, ევრო 2020-ს კი გამოტოვებს.

კოსტას მანოლასი (საბერძნეთი, 32 მილიონი)

საბერძნეთის ნაკრები ძალიან შორსაა იმ გუნდისგან, რომელმაც 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ბერძნები დიდ საერთაშორისო ტურნირებზე ხშირად ხვდებოდნენ, თუმცა ევრო 2020 გამონაკლისია. შესარჩევის ჯგუფში ფინეთის შემდეგ მე-3 ადგილზე გასვლა და ერთა ლიგაში ცუდმა თამაშმა კოსტას მანოლასი ევროპის ჩემპიონატის გარეშე დატოვა.

ნიკოლა მილენკოვიჩი (სერბეთი, 28 მილიონი)

როგორც ხედავთ, სიაში ბერი სერბი მოთამაშეა. სერბეთი პლეი ოფში (თავის გზაზე) ფავორიტი იყო და ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდა, თუმცა სხვა თანამემამულეების მსგავსად, ნიკოლა მილენკოვიჩიც სახლში რჩება.

მარაშ კუმბულა (ალბანეთი, 25 მილიონი)

ალბანეთის ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე 4 წლის წინ შეძლო გასვლა. ევრო 2016-ზე, რომელიც საფრაგეთში ჩატარდა, ალბანელებმა რუმინელები დაამარცხეს და ისროტიაში პირველი გამარჯვება იზეიმეს. ევრო 2020-ზე კი ვეღარ მოხვდნენ. რომას 20 წლის მარაშ კუმბულა ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე უნდა ყოფილიყო, თუმცა ნაკრების ცუდმა თამაშმა იგი ტურნირის გარეშე დატოვა.

ლუკა იოვიჩი (სერბეთი, 22 მილიონი)

კიდევ ერთი სერბი სიაში. ლუკა იოვიჩმა შოტლანდიას 90-ე წუთზე გაუტანა და ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანის დაუტოვა. როგორც უკვე იცით, იოვიჩის გმირობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან სერბები თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები