Thumbnail

'მან ფეხბურთი ცეცხლივით დაანთო' - უეფას პრეზიდენტი მარადონაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი დიეგო მარადონაზე
  • ფეხბურთის ღმერთს გული გაუჩერდა, მსოფლიომ დიეგო მარადონა დაკარგა!

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი გამოეხმაურა უეფას ოფიციალურ საიტზე.

ალეკსანდერ ჩეფერინი (უეფას პრეზიდენტი): "ღრმად ვარ დამწუხრებული დიეგო მარადონას სიკვდილის გმო. ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი და საკულტო ფიგურაა. ახლახან ვუსურვე პირადად დიეგოს ჯანმრთელობა და შოკირებული ვარ ამ ამბით.

დიეგო მარადონამ სიდიადეს შესანიშნავი თამაშით, თავისი ნიჭითა და ქარიზმით მიაღწია. ის ნამდვილი გმირი იყო არგენტინაში, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. დიეგო ნაპოლის ფანების კერპია, ისინი არასდროს დაივიწყებენ იმ წარმატებას, რაც იტალიურ კლუბს დიეგომ მოუტანა. 

მარადონა ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, ვინც რომელმაც ფეხბურთი ცეცხლივით დაანთო მოედანზე, აღაფრთოვანა ახალგაზრდა თუ მოხუცი გულშემატკივარი. ჩემი გადაწყვეტილებით, ევროპაში ამ კვირის მატჩებს წუთიერი დუმილით დაიწყებენ".   

მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა დღეს საკუთარ სახლში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას გული გაუჩერდა. 

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ლეგენდას თვის დასაწყისში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. ექიმები ადასტურებდნენ, რომ მას სისხლნაკლულობა და გაუწყლოებაც სჭირდა. მარადონა კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

გენიალური ‘ათიანი’ კოკაინზე დამოკიდებულებას ბევრი წელი ებრძვოდა. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ასე ცდილობდა დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებდა და დაძინება უჭირდა. დიეგომ ბოლოს წონაშიც საკმაოდ დაიკლო.

კომენტარები

ბოლო ამბები